სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაიღუპა ახალგაზრდა კაცი - უბედური შემთხვევა ბაკურიანში

    დაიღუპა ახალგაზრდა კაცი - უბედური შემთხვევა ბაკურიანში
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, ბაკურიანში, უბედური შემთხვევა მოხდა.

    დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად borjomi.tv-მ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კაცი ადგილობრივი არ არის.

    როგორც “პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

    “პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.