სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემს მეუელესთან დაკავშირებით ხილვა მქონდა, რომ დავქორწინდით ის 19 წლის იყო მე 28 ის “ - მამა აკაკი

    “ჩემს მეუელესთან დაკავშირებით ხილვა მქონდა, რომ დავქორწინდით ის 19 წლის იყო მე 28 ის “ - მამა აკაკი
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მე­ტე­ხის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა აკა­კი მე­ლი­ქი­ძემ, რო­მე­ლიც კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვით მკურ­ნა­ლო­ბით არის ცნო­ბი­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის ხა­რე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წყო. ამ­ბობს, რომ ლოც­ვას ყვე­ლა­ზე დიდი ძალა აქვს და ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თია აქვს წინ.

    მამა აკა­კის მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი ჰყავს. მისი ცოლი ფო­ფო­დია ლუდ­მი­ლა მე­ტე­ხის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და მგა­ლო­ბე­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ლუდ­მი­ლა ბერ­ძე­ნი ეროვ­ნე­ბის არის - გვა­რად კა­ლა­ი­ჩი­დუ, წალ­კა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ამ­ბობს, რომ პა­პა­ზე რო­მე­ლიც წმინ­და­ნი­ვით ცხოვ­რობ­და, წიგნს წერს.

    მამა აკა­კის მა­მაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი გახ­ლდათ, მე­უ­ფე კონ­სტან­ტი­ნე მე­ლი­ქი­ძე. 70 წლის მამა აკა­კი და მისი მე­უღ­ლე "სარ­კეს" სა­კუ­თარ ყო­ფა­ზე უყ­ვე­ბი­ან:

    - მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სად შეხ­ვდით?

    ლუდ­მუ­ლა კა­ლა­ი­ჩი­დუ: სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე ჩემ­მა მო­ძღვარ­მა მე და ჩემი და თბი­ლის­ში წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა, რომ მე­და­ვით­ნე გავმხდა­რი­ყა­ვით. მე 17 წლის იყა­ვი და ჩემი და - 21-ის. უწ­მინ­დეს­მა გვა­კურ­თხა. მერე ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა, მე­უ­ფე კონ­სტან­ტი­ნე ჩვენ­ზე თქვა, კარ­გი სარ­ძლო გო­გო­ე­ბი არი­ა­ნო, ღვთის ნე­ბით და უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით მოხ­და ჩვე­ნი ამ­ბა­ვი. მა­მა­ო­მაც ხილ­ვა ნახა.

    მამა აკა­კი: სიზ­მა­რი­ვით ხილ­ვა მქონ­და. სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ვი­დე­ქი და მე­უბ­ნე­ბა აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი მამა რე­ვაზ ტო­მა­რა­ძე, რას დგა­ხარ კა­კო­ია, აგერ მშვე­ნი­ე­რი გო­გოა და შე­ირ­თეო. გა­ვი­ხე­დე და ქალ­ბა­ტო­ნი და­ვი­ნა­ხე. მე ერის­კა­ცო­ბა­შიც აკა­კი მერ­ქვა და კა­კო­ი­ას მე­ძახ­დნენ.

    - ნა­ნა­ხი არ გყავ­დათ?

    მამა აკა­კი: კი მყავ­და ნა­ნა­ხი და გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც მქონ­და. მე­და­ვით­ნე­ო­ბას სწავ­ლობ­დნენ და კარ­გა­დაც აით­ვი­სეს. მა­შინ სა­წყო­ბის გამ­გე ვი­ყა­ვი. ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და სან­თლე­ბის სა­წყო­ბი და ხა­ტე­ბი მე­ბა­რა. 28 წლის მე ვი­ყა­ვი და 19 წლის ფო­ფო­დია, როცა დავ­ქორ­წინ­დით.

    ლუდ­მი­ლა: რომ დავ­ქორ­წინ­დით მა­მაო მა­ლე­ვე აკურ­თხეს დი­აკ­ვნად, მერე მღვდლად და 1982 წელს სო­ხუმ­ში გაგ­ვიშ­ვეს. იქ იმ­სა­ხუ­რა 10 წელი. იქ შეგ­ვე­ძი­ნა 4 შვი­ლი. სო­ხუ­მის ცენ­ტრში და მთის ძი­რას პა­ტა­რა სახ­ლი ვი­ყი­დეთ ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით. რომ აყ­ვავ­დე­ბო­და იქა­უ­რო­ბა სახ­ლი აღარ ჩან­და, სტუმ­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სა­მო­თხე­ში ვარ­თო. ბე­რე­ბი გვსტუმ­რობ­დნენ ხში­რად, ქარ­თვე­ლე­ბიც რუ­სე­ბიც აფხა­ზე­ბიც. იქი­დან ომის მერე დავ­ბრუნ­დით.

    - სა­ი­დან და­ი­წყეთ კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვე­ბი?

    - მამა აკა­კი: ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. სო­ხუ­მის ტა­ძარ­ში გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აშ­კა­რად სჭირ­დე­ბო­დათ კვე­თე­ბუ­ლის წა­კი­თხვა და მეც მოვ­სინ­ჯე. კვე­თე­ბუ­ლის კი­თხვის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ეს უნდა წა­ი­კი­თხოს ბერ­მა, ვი­საც ცოლ-შვი­ლი არ ჰყავს და სულ ლოც­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი. მე კი კურ­თხე­ვა მიტ­რო­პო­ლი­ტის­გან ავი­ღე. თა­ვი­დან უარი მი­თხრა, მაგ­რამ ხალ­ხმა არ მო­მას­ვე­ნა. მე­უ­ფეს ვთხო­ვე, წა­მე­კი­თხა მათ­თვის კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა, ბო­ლოს მი­თხრა მე­უ­ფემ, არ მას­ვე­ნებს ხალ­ხი და გა­კურ­თხებ, შე­გიძ­ლია წა­ი­კი­თხო ლოც­ვე­ბიო. ბევ­რი სირ­თუ­ლე ახლა ამ ამ­ბავს. პირ­და­პირ ეშ­მა­კის შე­მო­ტე­ვას ჰგავ­და. ღვთის მად­ლით თავი გა­ვარ­თვი და ბევ­რიც გა­მო­კეთ­და. ვინც და­ი­ჯე­რებს, აღ­სა­რე­ბას იტყვის და ეზი­ა­რე­ბა, მის­გან ეშ­მა­კი იდევ­ნე­ბა.

    რო­გო­რი სახე აქვს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თვა­ლით და­ნა­ხულ ეშ­მაკს და თქვე­ნამ­დე რო­გორ მო­დის?

    - ჩე­მამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით მო­დი­ან. ის უხი­ლა­ვია, ვერ ხე­დავ, მაგ­რამ რე­აქ­ცი­ებ­ზე გრძნობ. ამა­ვე დროს აშ­კა­რაა, რომ ლოც­ვის დროს გა­ნი­დევ­ნე­ბა. ზუს­ტად ისე­თი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ რო­გორც სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია. უფალ­მა შე­რის­ხა, გან­დევ­ნა და ადა­მი­ა­ნი მკვდა­რი­ვით და­ე­ცაო. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სო­ხუმ­ში უფრო ხში­რი იყო. თბი­ლის­ში სულ ორი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა. კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - ეს მი­მარ­თვაა უფ­ლი­სად­მი, რომ მან და­უშ­ვას მად­ლი და ადა­მი­ა­ნის­გან ეშ­მა­კი გან­დევ­ნოს.

    დე­კა­ნო­ზი აკა­კი მე­ლი­ქი­ძე 2018 წელს სა­მე­ფო კლუ­ბის სა­პა­ტიო წევ­რად აირ­ჩი­ეს
    - რო­გორ უნდა გან­ვას­ხვა­ოთ "ეშ­მა­კე­უ­ლია" თუ არა და­ა­ვა­დე­ბა:

    მამა აკა­კი: ჯან­მრთე­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის დროს შე­იძ­ლე­ბა კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვის წა­კი­თხვა.. თუ კვე­თე­ბუ­ლია აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა რე­აქ­ცია. ჩემი ფო­ფო­დია რომ სა­უბ­რობს თა­ვის მო­ძღვარ­ზე, რო­მელ­საც მა­შინ დი­მიტ­რი ექვა მერე საბა და­ერ­ქვა, ჩემს თვალ­წინ წა­ი­კი­თხა კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა, ჯვარს სა­ხავ­და და მის თვალ­წინ კან­კა­ლებ­და ადა­მი­ა­ნი. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ეშ­მაკ­თან შე­ხე­ბა. მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი იქ­ნებ მეც გა­ვა­კე­თო მეთ­ქი და და­ვი­წყე კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვის წა­კი­თხვა

    რწმე­ნას დიდი ძალა აქვს. არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ექიმ­მა უნდა უმ­კურ­ნა­ლოს, თუმ­ცა ზოგს პირ­და­პირ ვუ­ქა­და­გებ და ვე­უბ­ნე­ბი, რომ რწმე­ნით გან იკურ­ნე­ბა. ერთ ბავ­შვს არა­ნა­ი­რი იმედს არ აძ­ლევ­დნენ აქ, გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს მშობ­ლებ­მა. მა­შინ მე მომ­მარ­თეს. აქ პა­რაკ­ლი­სი ჩა­ვა­ტა­რე, ამ პა­რაკ­ლის­მა მო­არ­ჩი­ნა.

    წყა­რო: ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"