სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება” - თბილისის მერის მოადგილე

    “წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება” - თბილისის მერის მოადგილე
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა “ქრონიკას“ განუცხადა, რომ წერეთლის გამზიზრზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

    “აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.