სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გეპატიჟებით უკრაინაში” - ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა

    “გეპატიჟებით უკრაინაში” - ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია.

    "გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ", - მიმართა ზელენსკიმ ტრამპს.

    უკრაინის ლიდერმა "ძალიან სახიფათო" უწოდა იმას, რომ ტრამპი საუბრობს თავის განზრახვაზე, დაასრულოს უკრაინაში ომი 24 საათში.

    "ანუ ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს - არც კი ვსაუბრობ რუსეთზე - ორივე მხარის გარეშე, ანუ ჩვენ გარეშე. [...] ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ მისი იდეა, რომელიც არავის სმენია, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის არ გამოდგება, მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი იდეა მაინც გავრცელდეს. და ეს ცოტა მაწუხებს", - დასძინა ზელენსკიმ.