სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემი ცოლ-შვილის გამო ყველაფერს გავაკეთებ…“ - გიორგი ცხადაძე ოჯახზე

    „ჩემი ცოლ-შვილის გამო ყველაფერს გავაკეთებ…“ - გიორგი ცხადაძე ოჯახზე
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ჩემი სიმპათია ეკუთვნის ადამიანს, რომელიც არის გულწრფელი, ყველაზე მეტად არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.

    მთელი ცხოვრება ვოცნებობდი იმაზე, რომ დედამიწას ვნახავდი შორიდან, შესაბამისად, მინდოდა კოსმოსში გაფრენა...

    ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ტრაქტორისტი.

    ჩემი იდეალი არის მშობლები, მამაჩემი, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის...

    კითხვაზე, მზად ხარ თუ არა, ვინმეს გამო შეიცვალო, ცხადაძე ამბობს:

    კი, ეს არის ჩემი ცოლი და ჩემი შვილი, მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ, მათ შორის, თუ ცვლილება იქნება საჭირო...

    ნამდვილი სიყვარული ალბათ ერთხელ მეწვია და ისიც ბავშვობაში და ახლა ჩემი ცოლია,“

    თქვა მომღერალმა გიორგი ცხადაძემ გადაცემა “მეგობრობის დღიურში.”