სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზე დააკავეს.

    ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.