სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მკურნალობაზე

    თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მკურნალობაზე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ალბათ ხშირად გსმენიათ - რომ გაციების შემდეგ, ხველა დიდხანს მიმყვება.

    პოსტინფექციური ხველის მკურნალობის შესახებ რჩევებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს.

    “პოსტინფექციური ხველა ხშირი მოვლენაა. ადამიანი როცა ავადდება ვირუსული ინფექციით, როგორებიცაა, გაციება, გრიპი და სხვა ინფექციები, მათი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება დარჩეს ხველა. ამ შემთხვევაში მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ასეთ დროს ყელი ძალიან სტკივა. პოსტინფექციური ხველის მკურნალობა მედიცინაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი ხველა ძალიან იშვიათად ემორჩილება მედიკამენტებს. მშრალი ხველის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება რიბოსანია. ის მცენარეულია და სასუნთქ გზებს ადუნებს და ამშვიდებს", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე