სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ - არიან დაშავებულები

    ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ - არიან დაშავებულები
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    BBC აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყის დასავლეთით, ალ ასადის ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

    გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე ერაყის ერთი მოქალაქე დაშავდა. დაშავებული ამერიკელების რიცხვი არ საჯაროვდება. ამერიკელი სამხედროები განმარტავენ, რომ ბაზის მიმართულებით ნასროლი რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს, მაგრამ რამდენიმემ მიზანს მაინც მიაღწია.

    ბაზაზე თავდასხმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით შაბათს საღამოს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო, რომელიც 2023 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მასში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დანაყოფები შედის. სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა გასული კვირების განმავლობაში ამერიკული ძალების ობიექტებზე განხორციელებულ სხვა რამდენიმე შეტევაზე.