სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო...“ - თედო ბექაურის ემოციური ინტერვიუ

    „ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო...“ - თედო ბექაურის ემოციური ინტერვიუ
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი თედო ბექაური პროექტს ცეკვავენ ვარსკვალევბის მე-12 სეზონის გამარჯვებულია.

    მისმა გულწრფელმა ემოციებმა გამარჯვების დროს, მთელი საქართველო მოიცვა.

    მას ხალხი საოცრად გულშემატკივრობდა.

    თედო პროექტის პერიოდს იხსენებს:

    „პრაიმშოუს“ ჩაწერაზე ვიყავი, ჩაწერის შემდეგ ნოე სულაბერიძემ გამაჩერა და მითხრა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჩაწერას იწყებდნენ და მკითხა, თუ აქამდე მიცეკვია. სამეჯლისო ცეკვები ცხოვრებაში არ მინახავს, შესაბამისად არც მიცეკვია და ამიტომ, ცოტა შემეშინდა

    მისი თქმით, როდესაც შოუში ძველი ცეკვის ახლებური ინტერპრეტაციით წარსდგა, ეს მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა.

    „იმდენად შემეშინდა, რეპეტიციაზე ვერ ვცეკვავდი. ბოლოს, შოუს სცენაზე გამეხსნა ამ ცეკვის შემართება, გავიხსენე ბავშვური ცეკვა და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ყველაზე დიდი მიღწევა“, - ყვება მსახიობი.