სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქორწინების 12 წელი და საოცარი ემოციები - რა პოსტს აქვეყნებს ნუცა ქავთარაძე

    ქორწინების 12 წელი და საოცარი ემოციები - რა პოსტს აქვეყნებს ნუცა ქავთარაძე
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე უკვე 12 წელია ცოლ-ქმარი არიან და ისინი ამ დღეს აღნიშნავენ.

    ნუცა და აჩიკო საზოგადოებას ძალიან უყვარს, ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევიან, თუმცა რც ძალიან ანატრებენ თავს გამომწერებს.

    „ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც არაფრის შეგეშინდება, ზურგს გაგიმაგრებს, მუდმივად მზად იქნება, ახალი თავგადასავლებისთვის და რომელთან ერთადაც ყველა სირთულეს ასე ღიმილით გადალახავ, მე ვიპოვე 12 წლის წინ. ჰოდა თქვენც იგივეს გისურვებთ.

    არჩილ, მიყვარხარ! ჯერ მოზარდები ვართ, თინეიჯერობამდე კიდევ ერთი წელი“. - წერს ნუცა სოციალურ ქსელში და მეუღლეს ამ საოცარ დღეს ულოცავს.