სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხა?

    ვინ არის ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხა?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მორაგბე, თემიკო ანჯაფარიძე სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულს მოტივაცია და მიმართულება საყვარელმა სპორტმა მისცა.

    საფრანგეთში 25 აგვისტოს გაემგზავრება, 12 სექტემბრიდან კი სწავლის პროცესში ჩაერთვება.

    "ჩემი და რაგბის ურთიერთობა პატარაობიდან იწყება. ვიყავი 6-7 წლის, მას შემდეგ სულ ვთამაშობ, არ გავჩერებულვარ. 13 წლიდან ტრავმები მივიღე და პრიორიტეტიც შემეცვალა.

    საფრანგეთში წასვლის სურვილი თავიდან რაგბის გამო გამიჩნდა, ენის სწავლაც ამის გამო დავიწყე. რა თქმა უნდა, სწავლაზე ვარ ორიენტირებული, თუმცა, ვაპირებ, რომ საფრანგეთში, გუნდში ვითამაშო, ვნახოთ, მეორე სემესტრში როგორ მოხერხდება. მცირე სირთულეებს რომ გადავლახავ, ვეცდები, პროფესიონალურად ვითამაშო.

    საფრანგეთში რაგბი საკლუბო დონეზე ყველაზე განვითარებულია, ყველა კარგი მორაგბე იქ მიდის. ჩემი მიზანიც ეს იყო, მესწავლა და წავსულიყავი. თუ ფრანგული იცი, პლუსია. ამით უფრო გამმარტივდება იქ ადაპტირება.

    ჩავირიცხე ეკონომიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას არაფერს გადავიხდი. ჩაბარების პროცესი მარტივი არაა. დოკუმენტების შევსება თავის ტკივილია, პატარა შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება. 15 დეკემბრამდე იყო შევსების ბოლო ვადა, პასუხი კი აპრილში მომივიდა", - ამბობს ახალგაზრდა მორაგბე "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში.