სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

    “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.