სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაჯარიმებულია 3243 სამართალდამრღვევი - რა არის ამის მიზეზი

    დაჯარიმებულია 3243 სამართალდამრღვევი - რა არის ამის მიზეზი
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს.

    კონტროლი მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

    „დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში.

    3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 - მიკროავტობუსის, 185 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

    ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

    ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით“

    აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.