სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენ აღარ გვყავს ინსინიე, მაგრამ კვარაცხელია ძალიან დაგვეხმარება" - მარიო რუი კვარაცხელიაზე

    "ჩვენ აღარ გვყავს ინსინიე, მაგრამ კვარაცხელია ძალიან დაგვეხმარება" - მარიო რუი კვარაცხელიაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლის" მარცხენა მცველმა, მარიო რუიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    "ჩვენ აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ინსინიე და სხვები არიან, მაგრამ არიან ძლიერი მოთამაშეებიც, რომლებსაც სურთ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

    ჩემი აზრით, კვარაცხელია მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია. ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ძლიერი პოტენციალის შემჩნევა უბრალო დრიბლინგებით და პასებითაც კი შესაძლებელია. ის ძალიან დაგვეხმარება",- თქვა მარიო რუიმ.​

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ივლისის დასაწყისში შეუერთდა.