სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვირუსი შეგხვდათ.

    "გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვირუსი შეგხვდათ.
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიცივესთან ერთად გრიპმა და ვირუსებმაც იმატა. ამ ეტაპზე გავრცელებულია H1N1, H3N2-ი.

    აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

    "პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული რამ არ ხდება, რადგან ზამთრის პერიოდი და ცივი სეზონი, ყოველთვის გამოირჩეოდა რესპირაციული ინფექციების მატებით. ყველაზე უფრო აქტიური და საყურადღებო ინფექცია გახლავთ გრიპი. ძირითადად, ცირკულირებს „ა“ გრიპი და მისი ორი სეროტიპი, ეს არის H1N1, H3N2, თუმცა, ამ შტამებით გამოწვეული ინფექცია, წინა წლებშიც გვხვდებოდა. ეს რაიმეთი გამორჩეული წელს არ არის, უბრალოდ, როგორც ყოველთვის გრიპს, მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. გრიპი საყურადღებო ინფექციაა, განსაკუთრებით, კი საყურადღებოა რისკჯგუფებისთვის. (60 წელს ზემოთ, ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის, 2 წლამდე ბავშვები ან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აქვთ) ამ დროს, თუ სიმპტომები გამოვლინდა, მნიშვნელოვანია, დროულად მივმართოთ ექიმს. რისკჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობა.

    3-4 დღეში, ექიმზე მიმართვის აუცილებლობა არ არის, თუ არ გამოიხატა სუნთქვის გაძნელება, ხველა და ცნობიერების დაქვეითება. თუ 5-6 დღის მერე, კვლავ გვაქვს სიცხე, სჯობს, მივმართოთ ექიმს.

    წლის განმავლობაში, საუბედუროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება, საუბედუროდ, არიან ახალგაზრდებიც, თუმცა როგორც წესი, უმეტესად არიან რისკჯგუფების წარმომადგენლები. გრიპის ყველაზე ხშირი და საყურადღებო გართულება არის, როდესაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანება და ვითარდება ვირუსული პნევმონია, რომელსაც აქვს მძიმე ხასიათი და თუ სასწრაფოდ, არ მიმართა ასეთ დროს ადამიანმა ექიმს, შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ამიტომ თუ ადამიანს გამოეხატა სუნთქვის გაძნელება, ან სილურჯე ცხვირ-ტუჩის მიდამოში, იმავე დღეს უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია“,- ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.