სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - როგორ აიძულებს დედა შვილს მოწყალების თხოვნას

    VIDEO:"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - როგორ აიძულებს დედა შვილს მოწყალების თხოვნას
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი პირი არასრულწლოვანზე ძალადობის ხასიათის გამოვლენისთვის დააკავეს. ერთ პირს კი ბრალი აქვს წარდგენილი.

    კერძოდ, ისინი არასრულწლოვანს აიძულებენ მოწყალება ითხოვონ ქუჩაში.

    „და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ა.-მ შე­ი­მუ­შა­ვა არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბის სქე­მა, რომ­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნი­სა და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გა­წე­ვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით აი­ძუ­ლებ­და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ეთხო­ვა მო­წყა­ლე­ბა, მი­ღე­ბულ თან­ხას კი სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­და.

    ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ა.-ს მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ო.ჭ.-სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

    გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143 სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ.