სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მსოფლიოს უდიდესმა გემმა მოგზაურობა დაიწყო - 5-ჯერ დიდი ტიტანიკი და დაუვიწყარი გართობა

    მსოფლიოს უდიდესმა გემმა მოგზაურობა დაიწყო - 5-ჯერ დიდი ტიტანიკი და დაუვიწყარი გართობა
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტიტანიკზე 5-ჯერ უფრო დიდმა გემმა მოგზაურობა დაიწყო.

    მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი საკ­რუ­ი­ზო გემი უკვე მასპინძლობს ვი­ზი­ტო­რებს. გემი, სა­ხელ­წო­დე­ბით "Icon Of The Seas", ფი­ნეთ­ში აშენ­და.

    ის ზო­მით და წო­ნით 5-ჯერ აღე­მა­ტე­ბა "ტი­ტა­ნიკს", რომ­ლის წო­ნაც 50 210 ტონა იყო. Icon of the Seas წონა 250,800 ტო­ნაა.

    Royal Caribbean Cruises-ის მიერ დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, Icon of the Seas უკვე იყო ფი­ნეთ­ში მო­წყო­ბილ 4-დღი­ან სა­ტეს­ტო კრუ­იზ­ზე. გემ­ზე, ამ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 450 სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და.

    გე­მის პირ­ვე­ლი გას­ვლა და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბით დას­რულ­და და მისი მე­ო­რე და უფრო მკაც­რი გა­მოც­და წლის ბო­ლოს­თვის და­ი­გეგ­მა.

    Icon of the Seas სიგ­რძე­ში 365 მეტ­რია. შე­და­რე­ბის­თვის, ცნო­ბი­ლი "ტი­ტა­ნი­კი", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი ხო­მალ­დი იყო, სიგ­რძე­ში 269 მეტ­რი იყო.

    რო­გორც მისი დამპრო­ექ­ტებ­ლე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ამ გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბა სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

    Icon of the Seas არა­ერთ გა­სარ­თობ პარკს, რეს­ტო­რანს და აუზს იტევს. ის უდი­დე­სი აკ­ვა­პარ­კი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი და აქვს წყლის ექ­ვსი სას­რი­ა­ლო. აქ 7 აუზი და 9 ჯა­კუ­ზია. აგ­რეთ­ვე, გემ­ზე 40 ბარი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რამ კი, რა­საც აქ ნა­ხავთ, ჩანჩქე­რია.

    Icon of the Seas-ზე ერ­თდრო­უ­ლად 7 600 ადა­მი­ა­ნის მას­პინ­ძლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

    მას­ზე მყო­ფი ეკი­პა­ჟის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა კი 2350 იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს უდი­დეს გემს კრუ­ი­ზებ­ზე თან ახ­ლდე­ბა მისი პა­ტა­რა გე­მიც, Utopia of the Seas, რომ­ლის დე­ბი­უ­ტი 2024 წელ­საა და­გეგ­მი­ლი.

    Icon of the Seas მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რი­ბის აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ კუნ­ძუ­ლებ­ზე 7-ღა­მი­ან კრუ­ი­ზებს მო­ა­წყობს. ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ფა­სი­ა­ნი პა­კე­ტე­ბის შერ­ჩე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

    ამ დრო­ის­თვის, ყვე­ლა­ზე იაფი ბი­ლე­თის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 1900 დო­ლა­რი­დან და­ი­წყე­ბა. ამ ფა­სად, 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 1 კვი­რით შე­გეძ­ლე­ბათ გე­მის შიდა სა­ლონ­ში დარ­ჩე­ნა. ვი­საც დას­ვე­ნე­ბა­ში ფული არ ენა­ნე­ბა, 3 500 დო­ლა­რად შე­ეძ­ლე­ბა ლუქს ოთახ­ში 7 დღით ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ფა­სე­ბი სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

    მსოფლიოს უდიდესმა გემმა მოგზაურობა დაიწყო - 5-ჯერ დიდი ტიტანიკი და დაუვიწყარი გართობა