სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები”- ილოკო სუხიშვილი შვილებსა და საქმეზე

    “ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები”- ილოკო სუხიშვილი შვილებსა და საქმეზე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ილიკო სუხიშვილმა ანსამბლის მომავალზე დათო გორგილაძის გადაცემაში ისაუბრა.

    “ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. რაც უფრო დრო გადის ბევრი მეკითხება ამას. შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე, თვითონაც მოსწონთ ძალიან და ყველა ფოტოაპარატით დადის. ყველას უნდა მუსიკის კეთება, ხატვა, „არტში“ არიან. მე მომწონს ეს „არტი“. ამიტომ, მე მგონია რომ ეს მათთვის არის რაღაც ისეთი, რაზედაც დაიწყებენ ფიქრს, ვნახოთ...

    მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ვერც წარმოედგინათ ჩემს მშობლებს, ან ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, რომ ამ საქმეს გავაგრძელებდი... ვერც წარმომედგინა, რომ შევძლებდი. მე ეს პასუხისმგებლობა რომ გამეაზრებინა, სადღაც გავიქცეოდი", - ამბობს ილიკო სუხიშვილი ინტერვიუში.