სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გათხრილი საფლავი ცარიელი დაგვხვდა…” - რა ამბობს დედა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ახალშობილები მოჰპარეს

    “გათხრილი საფლავი ცარიელი დაგვხვდა…” - რა ამბობს დედა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ახალშობილები მოჰპარეს
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც საქართველოში ჩვილების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების პრაქტიკას ეხება, მოთხრობილია ბავშვების უკანონოდ გაყიდვის საქმეზე ყვარელში.

    ირინა ყვარლიდან ჰყვება, რომ მან და მისმა ქმარმა ცარიელი ჩემოდანი საკუთარ ეზოში დამარხეს, სადაც 40 წელი ეგონათ, რომ გარდაცვლილი ტყუპები იყვნენ.

    ქალის თქმით, მშობიარობიდან რამდენიმე დღეში მას უთხრეს, რომ მისი ტყუპი ვაჟები გარდაიცვალნენ. ექიმებმა ქალს უთხრეს, რომ მოეძებნა რაიმე, რითაც ბავშვების დაკრძალვას შეძლებდა.

    „მე ვუთხარი ჩემ ქმარს, რომ ბავშვები დაიღუპნენ და მოეტანა გასახვევი თეთრეული და ჩემოდანი დასამარხად" - ამბობს დაზარალებული ქალი.

    რესპონდენტის შვილის თქმით, მან Facebook-ზე თამუნა მუსერიძის გაკეთებული ჯგუფი ვეძებ იპოვა, რის შემდეგაც გაუჩნდა ეჭვები, ნამდვილად გარდაცვლილები იყვნენ თუ არა მისი ტყუპი ძმები, და თავის დასთან ერთად ჩემოდნის ამოთხრა გადაწყვიტა. 40 წლის შემდეგ ჩემოდანი ამოთხარეს, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

    "ყვარლის პოლიციას დავურეკეთ და ვუთხარით, რომ გათხრილი საფლავი ცარიელი დაგვხვდა. მე და ჩემი და სრულ შოკში ვიყავით. ვიცინოდით და ვტიროდით ერთად." - ამბობს გაშვილებული ტყუპების და.

    "უნდა იცოდნენ, რომ დედას არ გაუყიდიათ. არ იყვნენ ცუდი დედის შვილები, ნორმალური დედის შვილები იყვნენ, მაგრამ მოიპარეს. თორემ მე არაფერი არ მინდა. მე მინდა, რომ დავინახო, თუ ცოცხლები არიან, როგორები არიან " - ამბობს გაყიდული ტყუპი ვაჟების ბიოლოგიური დედა.