სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შუქი ისევ გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    შუქი ისევ გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და ისპაჰანლის ქუჩების მოსახლეობას.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების
    დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“