სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხისადმი ამას ნიშნავს" - სააკაშვილის განცხადება

    "კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხისადმი ამას ნიშნავს" - სააკაშვილის განცხადება
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "კო­ბა­ხი­ძის და­ნიშ­ვნა ოლი­გარ­ქის მხრი­დან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვის მო­რი­გი აქ­ტია.

    მა­გი­დის გარ­შე­მო სკა­მე­ბის კა­რუ­სე­ლი სა­ერ­თოდ არა­ფერს ცვლის რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის:

    დე­დე­ბი ისევ გა­აგ­რძე­ლე­ბენ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას შვი­ლე­ბის­თვის ლუკ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად;

    სტუ­დენ­ტე­ბი ისევ ვერ და­საქმდე­ბი­ან მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით;

    ბე­ბი­ე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის­თვის ერ­თა­დერთ გუ­ლის გა­სა­ხარ ფაქ­ტად დარ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ზა­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი შვი­ლე­ბის­გან და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­გან.

    ამ "ბან­დის“ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ბი­ძი­ნას შემ­დგო­მი გამ­დიდ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბაა. მათ ხალ­ხის ბედი სა­ერ­თოდ არ ანაღ­ვლებთ“,

    ეს განცხადება საქართველოს ექს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.