სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სტიაუას მწვრთნელმა პრეზიდენტს პირობა ჩამოართვა - რა ხდება მეტოქის ბანაკში

    სტიაუას მწვრთნელმა პრეზიდენტს პირობა ჩამოართვა - რა ხდება მეტოქის ბანაკში
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "საბურთალოს" მეტოქე "სტიაუა" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ დატოვა და მისი ადგილი ნიკოლაე დიკამ დაიკავა, რომელიც ამ კლუბს სათავეში 2017-2018 წლებში ედგა.

    რუმინული მედიის ცნობით, დიკამ კლუბის პრეზიდენტს სიტყვა ჩამოართვა, რომ მინიმუმ ახალწლამდე მის საქმიანობაში არავინ ჩაერევა და კარისკენაც არავინ მიუთითებს, მაგრამ ასეთი შეთანხმება ჯიჯი ბეკალს ანტონ პეტრეასთანაც ჰქონდა.

    ნიკოლაე "სტიაუას" გენერალურმა დირექტორმა, მიხაი სტოიკამ შეაქო. მისი თქმით, დიკა 2018 წლის შემდეგ საგრძნობლად გაზრდილია, თავდაჯერება მომატებული აქვს, ნაკლებს ლაპარაკობს და კონკრეტული ამოცანებიც დაუსახავს.