სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველაზე მეტად სმენა მჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარება დამიდგა" - რუსა მორჩილაძე მძიმე დაავადებაზე

    "ყველაზე მეტად სმენა მჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარება დამიდგა" - რუსა მორჩილაძე მძიმე დაავადებაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა კომპოზიტორმა, რუსა მორჩილაძე თათია შარანგიას გადაცემა "სთორში" საკუთარ ცხოვრებაში ურთულეს რთულ და მძიმე პერიოდზე ისაუბრა.

    რუსას თქმით, მას ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - სმენასაც შეეხო. დაავადება, რომელსაც ის ებრძოდა - ოტოსკლეროზია. კომპოზიტორმა გადაცემაში მის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის ეტაპებზეც ისაუბრა.

    "ძალიან მძიმე დღეები გავიარე, ჯანმრთელობისა და სულიერი პრობლემები, ფიზიკური ტანჯვები... მაგრამ ღმერთს მადლობა, გავიარე ეს განსაცდელი და ისევ ფეხზე ვდგავარ. რაც შეეხება სმენის პრობლემებს, ეს არ არის ახალი ამბავი, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა ანუ სმენა, მასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი, რომლის შესახებაც მანამდე არც მსმენია. ის ეტაპობრივად განვითარდა ორივე ყურში და თითქმის სამოცდაათი პროცენტით დამაკლდა ყურთასმენა. თავიდან ვატყობდი ცოტ-ცოტა პრობლემებს, მაგრამ ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი ჩემმა მებობარმა სულ ძალისძალით მომიგვარა ყველაფერი და გამიშვა გერმანიაში, სადაც გავიკეთე ორივე ყურში ოპერაცია და ამჟამად მაქვს იმპლანტები. ახლა კარგი სმენა მაქვს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ვერ ვიგებდი ქუჩაში მანქანების ხმებს და სულ იყო ჩხუბი - "გადადით ქალბატონო!"

    დაავადების წარმოქმნის მიზეზები ასე ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ ყველა ჩემი დაავადება ჩემივე ხასიათის ბრალია. ჩემ განცდებს ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს. ალბათ სტრესის ფონზე განვითარდა ყველაფერი. სამი წლის განმავლობაში ოთხი ოპერაცია გავიკეთე, ბოლოს ნერვიულობის ფონზე პაპილარული კარცინომაც დამჭირდა. ახლა ხმაზე მაქვს ცოტა პრობლემა, მაგრამ ალბათ ამასაც გადავლახავ", - ამბობს რუსა.