სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქორწილში საერთოდ არ იმყოფებოდა, სამწუხაროა, რომ პოპულარობა მოუნდა" - ირაკლი მაქაცარიას პირველი განცხადება ქორწილის შემდეგ

    "ქორწილში საერთოდ არ იმყოფებოდა, სამწუხაროა, რომ პოპულარობა მოუნდა" - ირაკლი მაქაცარიას პირველი განცხადება ქორწილის შემდეგ
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილზე უკვე რამდენიმე დღეს შეუწყვეტლად საუბრობენ. აგორდა სკანდალიც იმაზე, რომ თთქოს ფოტოგრაფებს საჭმელიც არ აჭამეს მთელი დღის განმავლობაში.

    ამ გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ირაკლი მაქაცარია პირველ საჯარო პოსტს აქვეყნებს. ადამიანებს, რომელებმაც წყვილის ბედნიერება გაიზიარა, მადლობას უხდის და აქვე ეხმაურება ფოტოგრაფის სკანდალურ განცხადებას.

    "ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის, რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვიღებთ თქვენგან. ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რასაც გასცემთ ასმაგად. ბევრს არ დავწერ იმაზე, რაც ატყდა სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ, რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ.

    პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს, ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events", - ვკითხულობთ მაქაცარიას პოსტში.