სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “იმედია, თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება წარმატებული” - პაველ ჰერჩინსკის განცხადება.

    “იმედია, თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება წარმატებული” - პაველ ჰერჩინსკის განცხადება.
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებებს. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან.” - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.

    მისი თქმით ევროკავშირი საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან თანამშრომლობისთვისაა მზად.