სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთი წესი მაქვს, დღეში ერთ მგზავრს, რომელიც ამას იზამს, უფასოდ ვემსახურებიო" - თბილისელი ტაქსისტის ისტორია

    "ასეთი წესი მაქვს, დღეში ერთ მგზავრს, რომელიც ამას იზამს, უფასოდ ვემსახურებიო" - თბილისელი ტაქსისტის ისტორია
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტაქსისტებმა საკმაოდ აქტიურად წამოიწყეს განსაკუთრებული ფაქტების დაფიქსირება მგზავრობისა და მუშაობისას. უკვე ბევრჯერ შეგვხვდა წყლით, წვენებით, ტკბილეულით სავსე სკამები, მსურველ მგზავრებს ჩვეულებრივ, რომ შეუძლიათ აიღონ.

    ერთ-ერთ მგზავრს თბილისში გლდანიდან საბურთალოზე მიმავალს საოცარი ტაქსისტი შეხვდა.

    "დილით ძალიან მაგვიანდებოდა სამსახურში დამეძინა და ტაქსით თუ მივასწრებდი, სხვაგვარად არ გამოდიოდა... ხოდა ჩავჯექი ტაქსში, ძააალიან დიდი საცობი შეგხვდა და გამახსენდა, რომ ჩემი თანამშრომელი, რომელსაც მუდამ მეუღლე ატარებს სამსახურში, საოცარი გზით მიდის დიღმიდან საბურთალომდე, თანაც ისე, რომ ეს გზა ყველამ არ იცის და არც აქ ვიტყვი და საკმაოდ თავისუფალიცაა."

    "ხოდა ვასწავლე ეს გზა, რაც მე იმ კაცმა მლოცა, აწი რამდენს ვივლი მაგ გზითო, შენ ხო ვერ წარმოიდგენო. გზაში კარგად ვიმხიარულეთ, მოვუყევი ისტორია საიდან ვიცოდი ეს გზა, და მოკლედ ამ გზის სწავლებით მისგან ეს დავიმსახურე - "რთი წესი მაქვს, დღეში ერთ მგზავრს, რომელთანაც ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობ თავს ან რამე მსგავსი გადამხდება, უფასოდ ვემსახურები და არამგონია დღეს ვინმე შენზე მაგარი კაცი ჩამიჯდესო, ხოდა ფული არმინდა შენგანო", - ასე მითხრა და მეც ავედი სამსახურში....", - გვიზიარებს პოსტს ფეისბუქში მოქალაქე.