სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტომოგრაფიის პასუხი ცნობილია" - რას წერს მომღერალი ირმა არავიაშვილი

    "ტომოგრაფიის პასუხი ცნობილია" - რას წერს მომღერალი ირმა არავიაშვილი
    2 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირმა არავიაშვილი კონცერტზე ცუდად გახდა კლინიკაში გადაიყვანეს. მომღერალმა სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაწერა.

    "ყველას გაინტერესებდათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა უკეთ ვარ და სავარაუდოდ, დილით გამწერენ... ამჟამად ვიმყოფები ისევ რეანიმაციაში.

    მიზეზი: ჩემი მოსწავლეების კონცერტზე ვინერვიულე. ( თითქმის ყველა პირველად გადიოდა სცენაზე ცოცხალი შესრულებით ) დავლიე დამამშვიდებელი და შემდეგ რამდენიმე სიცხის დამწევი, რადგან დილით მომცა სიცხემ და არ მივარდებოდა. ეს ყველაფერი შევიდა რეაქციაში და გამოიწვია წამლებით ინტოქსიკაცია (ანუ მოვიწამლე)

    შუა კონცერტზე გავხდი ცუდად. თუმცა ვერანაირად დავტოვებდი ჩემს ბავშვებს. რომ დამთავრდა კონცერტი შემდეგ გავთიშულვარ. არაფერი მახსოვს. ყველაფერი მონაყოლებიდან ვიცი. ექიმებმა კომაში ჩავარდნას გადაურჩიო. 7 საათი უგონოდ ვიყავი, ვერაფრით გამომიყვანეს მდგომარეობიდან. შემდეგ წამით მოვედი გონს და ისევ გავითიშე..

    კვდებოდიო ექიმებმა გონზე ვერ მოდიოდიო და იმდენი მირტყეს სულ ჩალურჯებული ვარ. რაც შეეხება ტომოგრაფიის პასუხს - არაფერი არ გჭირსო... ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა დაფასებისთვის. სულ უცხო ხალხიც კი მირეკავდა, მადლობა თქვენ. ახლა კარგად ვარ..."
    - წერს ირმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ