სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს" - თბილისის მერია ბრწყინვალე ინფორმაციას ავრცელებს

    "მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს" - თბილისის მერია ბრწყინვალე ინფორმაციას ავრცელებს
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერიის პიარსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

    "მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს-ჩემი და ალბათ თქვენი სტუდენტობის დროინდელი თავშეყრის ადგილი, გეგეშიძის ბაღი მალე ისევ იქცევა ყველასთვის საყვარელ ადგილად.

    ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო - განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი;მოეწყობა გარეგანათების სისტემა, საბავშვო მოედანი; გაკეთდება სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნარგავები. სიახლე იქნება შადრევანი.

    რაც მთვარია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.
    ბაღში დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა",
    - წერს თოქმაჯიშვილი.