სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამუშაოზე წასულს, ცოლ-შვილს გარდაცვლილს მიუყვანენ" - ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა

    "სამუშაოზე წასულს, ცოლ-შვილს გარდაცვლილს მიუყვანენ" - ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა ინდოეთის ოკეანეში მოხდა.

    ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური ირაკლი ბოლქვაძე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აღნიშნულზე ამჟამად კომენტარს არ აკეთებენ. ირაკლი ბოლქვაძის ცხედარს უახლოეს დღეებში ბათუმში გადმოასვენებენ.

    მეზღვაურს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.