სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა" - ვახტანგ გომელაურის განცხადება

    "მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა" - ვახტანგ გომელაურის განცხადება
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, 4 ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა"

    ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.