სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზალუჟნის ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მხოლოდ ერთ ადამიანზეა საუბარი, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

    "ზალუჟნის ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მხოლოდ ერთ ადამიანზეა საუბარი, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „„ეს არის საკადრო საკითხი. საკითხი იმ ადამიანების შესახებ, ვინც უნდა მართოს უკრაინა. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“

    ამ ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მხოლოდ ერთ ადამიანზეა საუბარი. თუ გამარჯვება გვინდა, ყველამ ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ. გამარჯვებაში დარწმუნებულებმა, სასოწარკვეთა არ შეიძლება, დანებება არ შეიძლება, უნდა გვქონდეს სწორი, პოზიტიური ენერგიები. ამიტომ ვსაუბრობ გადატვირთვაზე, ჩანაცვლებაზე, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, 29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა,რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. გამოცემა „ეკონომისტი“ კი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურს ალექსანდრ სირსკისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს კირილ ბუდანოვს."

    ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის