სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 11 წლის ბიჭი ძაღლმა მძიმედ დაკბინა - სად მოხდა შემთხვევა?

    11 წლის ბიჭი ძაღლმა მძიმედ დაკბინა - სად მოხდა შემთხვევა?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა.

    როგორც ცნობილია, არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც პიტბული იყო. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა.

    თვითმხილველების ცნობით, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს.

    დაშავებული 11 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.