სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი“ - ანთიმოზ ივერიელი ნეკა დოროყაშვილზე

    "რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი“ - ანთიმოზ ივერიელი ნეკა დოროყაშვილზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არქიმანდრიტ,ი ანთიმოზ ივერიელი ნეკა დოროყაშვილის შესახებ გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    "მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით. თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი.

    უქალბატონესო თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ”მოყვარულ” ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი.

    მეცოდები ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი. დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი.

    რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ შვილო შეპყრობილი. შეინანე ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგძნობიარეა, კარიარას უსპობ და იმ ავადსახენებელ სიტყვებს უსრულებ რომ დაჰპირდი: დედას …. შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!

    ნეკა დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი. გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე“, - წერს ანთიმოზ ივერიელი.