საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ექიმმა ლადო კახაძემ POST TV-ის ეთერში საკუთარი სამედიცინო კარიერიდან ტრაგიკული შემთხვევები გაიხსენა.
"აბორტის დროს არასასურველ ორსულობაზეა საუბარი, მაგრამ ეს თავიდან განათლებით უნდა მოვიშოროთ. რაც ადამიანმა შეიძლება თავიდან აიცილოს. უარი აბორტს – ასე მითქვამს."
"აბორტის გვეშინია ყველას, ამას ებრძვის მთელი სამედიცინო სფერო. უამრავი ასული მინახავს, როგორ უნდა შვილი და ვერაფრით გააჩინა… შვიდი სახეობაა აბორტის, ერთი აქედან ხელოვნური აბორტია, როცა სასურველ ორსულობას ებრძვი. აბა, სისხლის დენით რომ ქალი მოვა, უნდა ჩაატარო ოპერაცია, უკვე დამთავრებულზე აბორტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს."
"მე მყავს ნანახი 11 წლის ორსული და 62 წლის ორსული. 11 წლის ბავშვი, ეს იყო ტრაგედია. მისი სხეულის მზაობა სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის სასიცოცხლო პარამეტრებთან."
"მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო და მოძალადე დაისაჯა. ეს შემთხვევა დამთავრდა ორსულობის შეწყვეტით. მთელი რიგი გარემოებებია, რასაც ითვალისწინებენ ექიმები…“, - განაცხადა კახიძემ.