სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბავშვების დედა იტალიაშია.. მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია" - ბაღდათის ტრაგედიის დეტალები

    "ბავშვების დედა იტალიაშია.. მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია" - ბაღდათის ტრაგედიის დეტალები
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზარელი სტიქია მოხდა ბაღდათში. გუშინ ღამით ამინდის გაუარესების ფონზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 4 სახლი მტლიანად ჩაიტანა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    "ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­ნა­ხია 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა და­მა­ტე­ბით, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ ყვე­ლა არ იქ­ნე­ბა ნა­ნა­ხი

    ერთ ოჯახს ეძე­ბენ ამ დრო­ის­თვის, მამა და სამი შვი­ლი. სა­მი­ვე ბავ­შვი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ტყუ­პი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, გო­გო­ნე­ბი მე­ცხრე კლას­ში არი­ან. მეც ამ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, ჩემი მე­ზო­ბე­ლია ეს ოჯა­ხი.

    ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იყო, დამ­ტვრე­უ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ხე­ე­ბი, ღო­ბე­ე­ბი, არა­ფე­რი გვი­ვარ­გა ეზო­ში. ღა­მის ორის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და ტყი­დან სა­ში­ნე­ლი გუ­გუ­ნი გა­ვი­გეთ, რას ვი­ფიქ­რებ­დით, მიწა თუ მო­წყდე­ბო­და. სამ ოჯახს გა­და­უ­ა­რა მე­წყერ­მა. მთე­ლი უბა­ნი გა­რეთ ვი­ყა­ვით, დი­ლას შე­მო­ვე­დი სახ­ლში. სა­მაშ­ვე­ლო­ე­ბი მო­ვიდ­ნენ, სა­ირ­მი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი გა­უშ­ვეს. ორი ოჯა­ხი იპო­ვეს და მე­სა­მე ვერა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ჩა­ნან. რამ­დენ­ჯერ დავ­რე­კეთ წუ­ხელ და არც ცო­ცხლე­ბი ჩა­ნან და არც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი.

    მე­ხუ­თე კლას­ში იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი, იტა­ლი­ა­ში რომ წა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი ვართ და ხში­რად მწერ­და ხოლ­მე. მათი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გდია, ვერც ცო­ცხლებს პო­უ­ლო­ბენ, ვერც გარ­დაც­ვლი­ლებს, გას­წო­რე­ბუ­ლია მა­გა­თი ეზო მი­წას­თან. ისე­თი კარ­გი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­თით მი­ხა­რო­და სკო­ლა­ში შეს­ვლა."

    ვრცელდება ინფორმაცია.