სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი...“ - რა განცხადებას აკეთებს ილია მეორე

    „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი...“ - რა განცხადებას აკეთებს ილია მეორე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ილია მეორე საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

    „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი.

    სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

    აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

    ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“

    შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ბაღდათში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.