სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სიმღერაა ჩემი მთელი ქონება...“ - ვაჟა აზარაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ გარდაცვალებამდე

    „სიმღერაა ჩემი მთელი ქონება...“ - ვაჟა აზარაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ გარდაცვალებამდე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.

    როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ვაჟა აზარაშვილის მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

    ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.

    გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

    ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გიზიარებთ მის უკანასკნელ ინტერვიუს გარდაცვალებამდე:

    “სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს...

    მან ოჯახზეც ისაუბრა:

    მყავს ქალიშვილი ნათია, რომელიც კონსერვა­ტორიაში ასწავლის და ოპერის ერთ-ერთი წამყვანი კონცერტმაისტე­რია. საქმის სიყვარულსა და პროფესიონალიზმში მამას ჰგავს. ორი შვილი ჰყავს: თეკლა და ლევანიკო.