სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული“ - ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

    „ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული“ - ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

    ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

    სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო”

    ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებას.