სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდი. ცოტა მშურს კიდეც შენი” - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

    “ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდი. ცოტა მშურს კიდეც შენი” - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.

    მარიამს ჰაგიოგრაფიის შესწავლასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის ქონის გამო აკრიტიკებენ.

    „მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არაფერში გამოადგება, ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო ისტორიაში, პარაგრაფში.

    რაიმე რთული კი არ არის, ბავშვებს ასწავლიან და აზეპირებინებენ. მე გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, კი ბატონო, ისტორიულად საინტერესოა და ისტორიაში ისწავლე, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია, თორემ შუშანიკი და აბო პერსონაჟები არიან, საინტერესოა… გრიგოლ ხანძთელი არ მგონია, რომ საინტერესო საკითხავია, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რომ ისტორია იცოდე, რა მოხდა“. - თქვა მარიამმა

    ასე ეხმაურება ნანუკა მარიამს:

    ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდი. ცოტა მშურს კიდეც შენი, ამ ასაკში რომ მოახერხე საკუთარ თავად ყოფნა, შენი პროტესტებიან, აზრებიანად.”

    “ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდი. ცოტა მშურს კიდეც შენი” - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება