სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად...“ - “იმედის კვირა“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება

    “ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად...“ - “იმედის კვირა“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „იმედის კვირა“ ასურეთში, უბედური შემთხვევის დროს დაღუპულ ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება.

    „გამორჩეული მეგობარი, განსაკუთრებული ადამიანი, პროფესიონალი. ჩვენი დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი - მიშო. მხიარული, მზრუნველი და იუმორით სავსე. მთა, ზღვა, სტიქია, კრიზისი, ცხელი წერტილი - მისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. 10 წელზე მეტი „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის ქმნიდა გამორჩეულ კადრებს, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდით. ასეთი იყო 22 წლისა, როცა „იმედის კვირის“ გუნდს შემოუერთდა და 32 წლისაც, როდესაც თქვა, რომ მზად იყოს საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა. სამწუხაროდ, ეს გაფრენა საბედისწერო აღმოჩნდა…

    ახლა დიდი ტკივილი გვაერთიანებს. ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად. მაგრამ, მიშო ყოველთვის ჩვენთან იქნება - განსაკუთრებული მეგობარი, დიდი გულით და კეთილი ღიმილით.
    მიშო გვიყვარხარ. შეხვედრამდე მეგობარო“,- წერია გამოსამშვიდობებელ წერილში.