სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყველაფერი უთხრეს ქუთაისის აეროპორტში...“ - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია

    “ყველაფერი უთხრეს ქუთაისის აეროპორტში...“ - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. სოფელ ნარგეეთში მოხდა, გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი. ცნობილია, რომ მათი დედა ემიგრანტია და უახლოეს საათებში, საქართველოში იქნება.

    როგორც “ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე წერს, მადონა უკვე ჩამოფრინდა და მას სიმართლე უთხრეს...

    “ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში.... მიდის ბაღდათში ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში.... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში.... ეს ჩემს ძალებს აღემატება....“ ,- წერს შოთო.