სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცი დააკლდა თავის ქვეყანას”- კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანზე

    “მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცი დააკლდა თავის ქვეყანას”- კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანზე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო მწუხარება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოთქვა.

    სამძიმრის წერილს კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი დააკლდა.

    “დაგვტოვა სოსო ჯაჭვლიანმა – თავის სამშობლოზე, სვანეთზე, სპორტსა და კინოხელოვნებაზე შეყვარებულმა კაცმა.

    მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცი დააკლდა თავის ქვეყანას.

    მთელი გულით ვიზიარებ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის, ახლობლების მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – წერს კახა კალაძე.