სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ...“ - კობახიძე ივანიშვილზდ

    “ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ...“ - კობახიძე ივანიშვილზდ
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედია.

    მისი თქმით, რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მას ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ფული ნაშოვნი

    “ქალბატონმა ანამ აღნიშნა, რომ თითქოს ევროპარლამენტი ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს ოლიგარქად, რაც ტყუილია. ერთადერთი ევროპარლამენტარი იყო. ქალბატონი რასა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა და ამის მერე მუდმივად იმეორებენ იმას, რომ ევროპარლამენტს ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მიაჩნია. რაც შეეხება მსგავს რეზოლუციებს, რომლებიც დამტკიცდა, რაღაც მსგავსი შინაარსით, ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი დასაბუთებული კრიტიკა და მას შემდეგ ასეთი რეზოლუციები ევროპარლამენტში აღარ მიიღება. ეს არის პასუხი ქალბატონ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე და ქალბატონი ანა, შეგახსენებთ, რომ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი, რადგან ტერმინ ოლიგარქს შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდეს. ამ კაცს, ბატონ ხაზარაძეს ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ფული ნაშოვნი. შესაბამისად, ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი, მეცენატი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.