სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ქვეყნის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან...“ - პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს

    „ქვეყნის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან...“ - პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე გიორგი პაპავა ცხობრების გეგმებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს.

    ახლახან დავაარსე ახალგაზრდული ორგანიზაცია OFG (Organizations of the future generation), რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების გააქტიურება და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ახალგაზრდობა არის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა და იდგება ქვეყნის განვითარება, ამიტომ, ამ ეტაპზე, უკვე განვახორციელე რამდენიმე 100-კაციანი ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. შემდეგი ტრენინგები გვექნება 16-17-18 აპრილს, ბაკურიანში. ასევე, უკვე აქტიურ ფაზაში შევედით და გამოგვიჩნდნენ პარტნიორი კომპანიები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან, რომლის დახმარებითაც ჩავუშვებთ სტუდენტური დასაქმების 3-თვიან პროგრამებს, 6-თვიან სტაჟირებებსა და გაცვლით პროგრამებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე ქართველ ახალგაზრდებს დავეხმარებით გერმანიაში პროფესიული განათლების მიღებაში, რომელიც ცნობილია როგორც „აუსბილდუნგის”.

    აღნიშნა მან.