სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება" - გოგაშვილი ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს

    "მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება" - გოგაშვილი ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოსო გოგაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს, პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.

    "30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე.

    მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია.

    უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახვე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: ,, იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

    მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი", – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.