სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემთვის მთავარია „ქართული ოცნების“ მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს და არა სალომე ზურაბიშვილს” - კახა კალაძე

    “ჩემთვის მთავარია „ქართული ოცნების“ მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს და არა სალომე ზურაბიშვილს” - კახა კალაძე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა რომ “ქართული ოცნების მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ აინტერესებს.

    კახა კალაძის განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც დღეისათვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

    “სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება “ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ქალბატონ სალომეს რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს გამოჩნდა იმ არჩევნებზე, რომელშიც მონაწილეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.