სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, შევძლებთ ყველანაირი პრობლემის გადალახვას” - კახა კალაძე

    “იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, შევძლებთ ყველანაირი პრობლემის გადალახვას” - კახა კალაძე
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მოსაგვარებელი პრობლემები ქვეყანაში კიდევ არსებობს და ირაკლი კობახიძესთან ერთად ყველაფერს შეძლებენ.

    თბილისის მერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

    “ირაკლი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა წარმატებები ვუსურვო მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი.

    გუშინ, მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, ერთიანი ძალისხმევით, ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.