სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უახლესი ინფორმაცია რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

    უახლესი ინფორმაცია რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეიარაღებული პირი შეიჭრა რუსთავის ბაზრობაზე – არიან გარდაცვლილი და დაჭრილები.

    რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული სამი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.

    როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.

    "პა­ცი­ენ­ტი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მიერ არის შე­მოყ­ვა­ნი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი, მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფას­და, რო­გორც მძი­მე. ახლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ამ ეტაპ­ზე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის კვლე­ვა­ზეა შეყ­ვა­ნი­ლი, რის შემ­დე­გაც, გა­და­წყდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დე­გი ტაქ­ტი­კა. მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა გულ-მკერ­დზე, სა­ხე­ზე, მუ­ცელ­ზე, ბარ­ძა­ყის წინა ზე­და­პირ­ზე და მარ­ჯვე­ნა ზემო კი­დურ­ზე. ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ფან­ტი­თაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბია. მა­მა­კა­ცი 26 წლი­საა“

    ასეთია დაზარალებულთა მდგომარეობა.