სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვინც ამას აკეთებთ ხართ სულმდაბალი მკვდრები" - ვის მიმართავს დომენიკ მანგო

    "ვინც ამას აკეთებთ ხართ სულმდაბალი მკვდრები" - ვის მიმართავს დომენიკ მანგო
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ამბობს, რომ მას გაჭირვების გამო დასცინიან და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

    "ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს დამცინით გაჭირვების გამო, ხართ სულმდაბალი მკვდრები, ნელ-ნელა დალაგდა ჩემი პრობლემები, საბედნიეროდ, ზურგი გაგიმაგრათ კარგმა ადამიანებმა და სიკეთით გადაფარა თქვენი საზიზღრობები, მათ გამოხატეს ძალიან დიდი თანადგომა და გულთან მიიტანეს ჩემი ამბავი. ამან კიდევ უფრო გამაძლიერა და მოტივირებული გამხადა ჩემი საქმეების კეთებაში. იყეფეთ! მე ათასობით ადამიანი მომეხმარა პრობლემის მოგვარებაში, თქვენ კი ყოველთვის ეგეთ ზურგშექცეულ მყეფარე სულმდაბლებად დარჩებით.

    ჩემებო! დღეს ვინც გვერდზე მიდგახართ, გპირდებით, რომ ასჯერ დიდი სიხარულით მოგიბრუნებთ უკან ამ თანადგომას. არ გავჩერდები და ამ მადლს უამრავ ადამიანს გადავცემ. მიყვარხართ", - წერს მანგო.