რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა რუსთავში ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა.
მოკლულია 4 ადამიანი.
თვითმხილველის თქმით, შეიარაღებული პირი ბაზრობაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
აღნიშნულ მამაკაცს და მის ძმას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს ამ დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ გვქონდა... მე გიორგი ორველაშვილთან გუშინ შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს არ აქვს ამის საშუალება"- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.